პროფესორ თენგიზ ირემაძის ახალი მონოგრაფია ინტერკულტურული ფილოსოფიის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ თენგიზ ირემაძის ახალი მონოგრაფია ინტერკულტურული ფილოსოფიის შესახებ

„წიგნში განხილული და გაანალიზებულია ფილოსოფიის ძველი და ახალი კონცეპტები ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური პერსპექტივებიდან გამომდინარე. მასში გამოკვეთილია ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი კონცეპტი („გზაგასაყარი“), რომელიც ფილოსოფიის სისტემატურ და ისტორიულ ასპექტებს ახლებური სახით აკავშირებს. მონოგრაფიის ავტორი საგანგებოდ მსჯელობს „კავკასიური ფილოსოფიის“ თვითმყოფადი სახის შესახებ და, უწინარეს ყოვლისა, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ფილოსოფიურ ურთიერთობებს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამით იგი საფუძველს უყრის ფილოსოფიის ისტორიისათვის დღემდე უცნობი ამ მდიდარი სააზროვნო სამყაროს გამოკვლევის პროცესს და ამავე სფეროს ფილოსოფიური დისკურსების მომავალი კვლევის ძირითად პერსპექტივებსაც მოხაზავს“.

 

პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი (ლიუნებურგის უნივერსიტეტი, გერმანია)

 

წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“.