გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის II და IV დონის სტუდენტებისთვის 3 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ტრენერი-კონსულტანტის ქრისტინე კანდელაკის მიერ ჩატარდა ინტერაქტიური სემინარები.
ტურიზმის პროგრამის II დონის სტუდენტებისთვის ჩატარებული სემინარის თემა იყო ორგანიზაციული კულტურა. ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობა ყველა მენეჯერს უნდა ესმოდეს. ორგანიზაციულ კულტურას სხვადასხვა ავტორი და მკვლევარი განსხვავებული თვალსაზრისით განიხილავს, რაც იძლევა ორგანიზაციული კულტურის სხვადასხვა თეორიებს, მოდელებს, კლასიფიკაციას. სემინარზე განხილული იყო ორგანიზაციული კულტურის სხვადასხვა ტიპი და მათი გავლენა ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე, ტოპ მენეჯმენტის როლი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში და სხვა.
ტურიზმის პროგრამის IV დონის სტუდენტებისთვის ჩატარებული სემინარი ეხებოდა ადამიანური რესურსების მართვას. სემინარზე განხილული იყო პერსონალის შერჩევის საკითხი, თანამშრომლების მოტივაცია, შრომითი განწყობები(შრომითი კმაყოფილება, ჩართულობა, ორგანიზაციის ერთგულება), ორგანიზაციული სტრუქტურა, შესრულებული სამუშაოს შეფასება და სხვა. ინტერაქტიური სემინარები ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი; m.piranashvili@gruni.edu.ge