საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა თავისუფალ უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა;
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ზურაბ მურაკაშვილი და მეგი თურუდიში 2 თვის განმავლობაში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მეგი თურუდიშმა სტაჟირება გაიარა ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიტვა), ხოლო ზურაბ მურაკაშვილმა – ოდესის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსტეტში. ისინი ადგილობრივ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უტარებდნენ სემინარებს ბიზნესის სხადასხვა სფეროში. სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტი 50 % დაფინანსებულია აისეკის მიერ. უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.