ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია \"სწავლა - სწავლება - კვლევა. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა რეფორმა. საბჭოთა მემკვიდრეობის მძიმე ტვირთი და ტრანსფორმაციის პროცესის სიძნელეები\". ღონისძიების ორგანიზატორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი), კვლევითი დაწესებულებების (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სხვა) და უცხოეთის უნივერსიტეტების (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, კასელის უნივერსიტეტი) პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა.

 

კონფერენციის მასალები სამეცნიერო კრებული სახით მომავალ წელს გამოქვეყნდება ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სერიის (\"ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია\") ფარგლებში.

 

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ: ქართული ვერსია, ფრანგული ვერსია.