ევროპული სამეცნიერო ჟურნალი (ESJ) წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს, სადაც ევროპის 15-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერი აქვეყნებს თავიანთი კვლევის შედეგებს. აღნიშნულმა ჟურნალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შესთავაზა ერთობლივი საერთაშორისო პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა ევროპულ სამეცნიერო ჟურნალში წარმოადგინონ სტატიები გამოსაქვეყნებლად შემდეგ დარგებში: სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა და ბიზნესი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები. სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 იანვარი. პროექტის 50 პროცენტი დაფინანსებულია ევროპული სამეცნიერო ჟურნალის მიერ.
დეტალებისთვის მიმართეთ საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს.