მინისტრის ბრძანება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მინისტრის ბრძანება

2009-2010 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით, საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
 
  1. სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  2. სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე მე-10 და მე-11 კლასებშI სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
  3. სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  4. სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  5. სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  6. სტუდენტები, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები;
  7. სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო), ან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  8. სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.