საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა მურთაზ კვირკვაიამ, 2013 წლის 11-29 ნოემბერს მონაწილეობა მიიღo შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც მოიცავდა საქართველოში კერძო სექტორის განვითარების და ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებს.

 

კურსის დასრულების შემდეგ ბატონ მურთაზ კვირკვაიას გადაეცა საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

კერძო სექტორის განვითარების საერთაშორისო პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი წელი. სამ კვირიანი ტრენინგი სტოკჰოლმში იყო პროგრამის ერთ-ერთი ეტაპი. მთლიანად პროგრამა ითვალისწინებს ხუთი ეტაპის განხორციელებას, კერძოდ:

 

  • საორიენტაციო შეხვედრა
  • ტრენინგ კურსი შვედეთში
  • ორგანიზაციული გეგმის რეალიზაციის ეტაპი
  • რეგიონალური სემინარი ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში
  • შემაჯამებელი სემინარი

 

პროგრამის ყველა ეტაპი დასრულდება 2014 წლის სექტმბერის თვეში.

 

მურთაზ კვირკვაის საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის ორგანიზაციული და ფინანსური მხარე უზრუნველყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.