2024 წლის 30 ნოემბერს, 13:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართება ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის? პროექტის მენეჯერებისთვის".
პროექტი მიზნად ისახავს მენეჯერების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას. თამაშის ფარგლებში დასმული კითხვები ორიენტირებულია პროექტების მართვაზე, რაც მონაწილეებს დაეხმარება პროექტის მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების გადაჭრის უნარების დახვეწასა და სხვადასხვა გამოწვევაზე რეაგირების გაუმჯობესებაში.
მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ PMI (Project Management Institute) საქართველოს წარმომადგენლობის წევრი პროექტის მენეჯერები, რომლებიც უკვე მუშაობენ პროექტების მართვის სფეროში, ან სურთ ამ სფეროში საქმიანობა, თავიანთი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული ზრდა.