სამართლისა და საჯარო მმართველობის მკვლევართა საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლისა და საჯარო მმართველობის მკვლევართა საყურადღებოდ!

ჰოლანდიური ფონდი MATRA აცხადებს კონკურსს ყველა იმ აქტივობების მხარდასაჭერად, რომელიც დაკავშირებული იქნება:

  • კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმის საკითხებთან;
  • სახელმწიფოს მართვის ;
  • საზოგადოებრივ წესრიგთან და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობასთან;
  • დეზინფორმაციის გავრცელებისა და სიძულვილის პროპაგანდის დაუშვებლობასთან;
  • საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებთან;
  • უმცირესობების უფლებებთან.

 

პროექტი შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, შესაბამისად, მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ფონდის დახმარებით და პროექტის განხორციელებიდან გასულია ერთი წელი.

 

საბიუჯეტო თანხა: 50000 - დან 250000 ლარამდე.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 6 – 18 თვე.

 

მკვლევართა ინიციატივით, კონკრეტულმა ორგანიზაციამ თავისი კონცეფცია უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 5 დეკემბრამდე. ელექტრონულ მისამართზე

TBI-projects@minbuza.nl

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ბმული:

https://www.netherlandsandyou.nl/latest-news/news/2022/11/07/call-for-concept-notes-tbilisi

 

სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი