კონკურსი: ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი: ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა - “ქართული გამოგონებების მუზეუმი აცხადებს კონკურსს “ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები”.

 

კონკურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას.

 

ასეთი გამოგონებების რიცხვს მიეკუთვნება განახლებადი ენერგიის გამოყენება ყოფით ცხოვრებაში, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის უკეთესი მეთოდები და სხვა. გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე, მომსახურება ან საქმიანობა.

 

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.

 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს ამა წლის 15 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: gamogoneba.ge

 

საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს.

 

კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდს. გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით ინფორმაციას მივაწვდენთ საქართველოში მცხოვრებ გამომგონებლებს და თქვენთან ერთად ხელს შევუწყობთ ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების პოპულარიზაციას.

 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე: acclab.geo@undp.org