File not found.
იტვირთება...
ცენტრის დებულება

ცენტრის დებულება

საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერისა და პროგრამების მარკეტინგის ცენტრი
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

მუხლი 1. ზოგადი

  1. საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერისა და პროგრამების მარკეტინგის ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
  2. ცენტრი უშუალოდ ექვემდებარება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ინტერნაციონალიზაციის საკითხებში.
  3. ცენტრი საქმიანობს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების მომსახურებასა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის მიმართულებით.

მუხლი 2. მიზანი და ამოცანები

  1. ცენტრის მიზანია:
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის მხარდაჭერისა და ადაპტაციის პროცესის გაუმჯობესება;
    • უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე;
    • უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდა გლობალურად.
  2. ცენტრის ფუნქციებია:

მუხლი 3. სტრუქტურა და მართვა

მუხლი 4. ურთიერთობა სხვა ერთეულებთან

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

  1. საინფორმაციო მომსახურება და კონსულტაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის
    • ვიდეო გზამკვლევების შექმნა და გავრცელება
    • ელექტრონული პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება
    • შეხვედრებისა და ვორქშოპების ორგანიზება
  2. საერთაშორისო სტუდენტების პერსონალური მხარდაჭერა
    • ვიზების მიღებასთან დაკავშირებული კონსულტაციების ორგანიზება
    • საცხოვრებელი ფართის მოძიებაში დახმარება
    • უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ადგილების დაჯავშნა და განთავსების ხელშეწყობა
    • აეროპორტიდან ტრანსპორტირების ორგანიზება
    • სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები
    • მაღალი კურსის სტუდენტების გამოყოფა ახლად მიღებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მათი ადაპტაციისა და სტუდენტურ საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშესაწყობად - მონიტორინგი მათ საქმიანობაზე.
    • საერთაშორისო სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის სისტემის განვითარება
    • იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების ორგანიზება
  3. საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მხარდაჭერა
    • სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერის საჭიროებების კვლევა,
    • აკადემიური ჯგუფის ტუტორების საქმიანობის მონიტორინგი და ხელშეწყობა
    • სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერის საჭიროებისათვის სატრენინგო კურსებისა და ფაკულტატიური პროგრამების ორგანიზება
    • ვებგვერდის და ნექსუსი-ს გამოყენება სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერისთვის
    • სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერა და მონიტორინგი
    • სასწავლო მეთოდური მასალის მომზადება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
    • საგნობრივი კონსალტინგური ჯგუფების საქმიანობის ორგანიზება და ხელშეწყობა
  4. მოწყვლადი სტუდენტური ჯგუფების მხარდაჭერა:
    • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მატერიალური და ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნის მხარდაჭერა და მონიტორინგი
    • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის აკადემიური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება
    • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ინდივიდუალური ტუტორების გამოყოფა და მათი საქმიანობის მონიტორინგი (საჭიროების შემთხვევაში)
    • სტუდენტურ საზოგადოებაში, და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა
    • კონსალტინგი (იურიდიული, ფსიქოლოგიური, აკადემიური და სხვა საკითხებზე)
  5. უკუკავშირის სისტემის განვითარება საერთაშორისო სტუდენტების კმაყოფილების მონიტორინგისთვის.
  6. მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება (სოციალური მედია, საგამოფენო მონაწილეობა, სარეკლამო მასალები);
  7. უნივერსიტეტის ვებსაიტისა და საკომუნიკაციო არხების საერთაშორისო ნაწილების მართვა;
  8. პარტნიორობა საერთაშორისო სტუდენტურ სააგენტოებთან;

მუხლი 3. სტრუქტურა და მართვა

  1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელიც ინიშნება რექტორის ბრძანებით.
  2. ცენტრის შემადგენლობაში შედის:
    • საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი;
    • მარკეტინგის მენეჯერი;
    • პროგრამების კომუნიკაციის სპეციალისტი;
    • სხვა საჭირო სპეციალისტები.
  3. ცენტრის თანამშრომლები ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.

მუხლი 4. ურთიერთობა სხვა ერთეულებთან

  1. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს:
    • სტუდენტთა და კურსდამტავრებულთა მხარდაჭერის ცენტრთან;
    • საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრთან;
    • ფაკულტეტებთან;
    • ადმინისტრაციულ და მომსახურე სტრუქტურებთან;
    • საერთაშორისო პარტნიორებთან.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

  1. დებულებაში ცვლილებები და დამატებები მიიღება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
  2. ცენტრი ახორციელებს საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების და შიდა რეგულაციების შესაბამისად.