File not found. ხელმძღვანელობა

ხელმძღვანელობა

მეჰდი მაჯიდი, Ph. D.

 

დოქტორი მეჰდი მაჯიდი უნივერსიტეტის პროფესორი, ლიბრა ალიანსის დამფუძნებელი და საერთაშორისო კონსულტანტია მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. ლიბრა ალიანსი მომხმარებელს სთავაზობს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისს, რომელიც მიმართულია მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში კერძო სექტორის როლის ზრდისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და განათლების პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის პრინციპების რეალიზებისკენ, რათა პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომავალმა ბიზნეს ლიდერებმა ეფექტურად შეძლონ მათი პრაქტიკაში დანერგვა. გარდა ამისა, იგი არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის პრინციპების უმაღლესი განათლების კურიკულუმში დანერგვაზე მომუშავე ჯგუფის წევრი.

 

განათლების სფეროში იგი იკავებდა ისეთ თანამდებობებს, როგორებიცაა საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების (IBA) დეპარტამენტის თავმჯდომარე და მის მიერ შექმნილი კროსკულტურული და მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი. ამ თანამდებობებზე ოპერირებისას მან შეიმუშავა და დანერგა ინოვაციური სტრატეგია დეპარტამენტის მასშტაბით, რომელიც გულისხმობდა ბიზნესის მართვის სასწავლო პროგრამის ინტეგრირებას ლიბერალურ ხელოვნებასთან ახალი საგანმანათლებლო მიდგომის ფორმირებისათვის, რომელიც დააბალანსებდა ტექნიკურ უნარებსა და ჰოლისტიკურ აღქმას. როგორც უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა მაჯიდიმ შეიმუშავა და დანერგა ინოვაციური და ინტერდისციპლინარული სამაგისტრო და საბაკალავრო სასწავლო გეგმა. გარდა ამისა, იგი აქტიურადაა ჩართული გზამკვლევების, ვორკშოპების, პრეზენტაციების, აკადემიური სწავლების შეფასებისა და აკადემიური პროგრესის შეფასების სერვისების დანერგვის პროცესში MBA პროგრამებისთვის. დოქტორი მაჯიდის მიერ შემუშავებული და დანერგილი კურსების მიზანია ახალგაზრდა თაობის შთაგონება და მათი მომზადება მსოფლიო მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად. იგი ცდილობს აამაღლოს სტუდენტების გლობალური ცნობიერება და გააცნოს ისინი სხვადასხვა კულტურასა და გარემოს მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობების ორგანიზების გზით, რაც, თავის მხრივ, აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, დაამყარონ ურთიერთობები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს თეორიული, პრაქტიკული, ექსპერიმენტული და ინტერდისციპლინური სასწავლო გარემოს შექმნას.

 

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მისი ამჟამინდელი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში ცენტრალურ აზიაში, რომლის ღირებულებაც 81.2 მილიონი აშშ დოლარია, მან აქტიურად დაიწყო მუშაობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებისათვის ინკლუზიურობის, სოციალური მეწარმეობის და გარემოსდაცვითი ინიციატივების წასახალისებლად კომერციული ინოვაციების მეშვეობით. მისი ბოლოდროინდელი პროფესიული ინტერესი და აკადემიური კვლევები ფოკუსირებულია იმ კულტურულ ღირებულებებზე, რომელთა დანერგვაც შესაძლებელია მდგრადი განვითარების მიმართულებებით. იგი აქტიურად უჭერს მხარს ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს ინოვაციების და მეწარმეობის წახალისებისა და იმგვარი პირობების უზრუნველყოფის გზით, რომელიც აუცილებელია ინკლუზიურობისა და რესურსებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისათვის. მისი საკონსულტაციო გამოცდილება მოიცავს ინკლუზიური პროექტებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დანერგილი ინოვაციების შეფასებას, საგანმანათლებლო კურიკულუმის შემუშავებას, პროფესიულ სატრენინგო პროგრამებს, ინდუსტრიულ განვითარებას, სამუშაო ძალის გადამზადებას და დიზაინის ფორმირებას საერთაშორისო სტანდარტების ინდექსებზე დაყრდნობით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის დინამიკის გასაზომად და შესაფასებლად. იგი მუშაობდა და კონსულტაციას უწევდა ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა Coopers and Lybrand (C&L), PricewaterhouseCoopers (PwC) Global Consulting და IBM Global Business Services აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი (DoD), აშშ-ს განათლების დეპარტამენტი (ED), მსოფლიო ბანკი და ყაზახეთის ტექნოლოგიური კომერციალიზაციის ცენტრი (მსოფლიო ბანკის საგრანტო ინიციატივა).

 

დოქტორმა მაჯიდიმ დაიცვა სადოქტორო ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სტრატეგიასა და კროს-კულტურული მენეჯმენტში და MBA ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. მისი პროფესიული საქმიანობა იმგვარად წარიმართა, რომ მას რამდენიმე კონტინენტზე მოუწია საქმიანობა. იგი ფლობს რამდენიმე ენას და არის საფრანგეთის მეწარმეთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

https://www.linkedin.com/in/mehdimajidi/

https://mehdimajidi.com

https://libra-alliance.com