იტვირთება...
დებულება

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. იუვენოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში - კვლევითი ერთეული) არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სამეცნიერო -კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
  2. კვლევითი ერთეული თავის საქმიანობას წარმართავს დებულების მიხედვით. დებულებას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
  3. კვლევითი ერთეულის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მიღებისათვის დადგენილი წესების დაცვით.

 

მუხლი 2. კვლევითი ერთეულის მიზანი

კვლევითი ერთეულის მიზანია:

ახალგაზრდების, როგორც სპეციალური სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის სოციალიზაციასთან, ახალგაზრდა თაობის ფორმირების მექანიზმებთან, ასევე იუვენოლოგიასთან კვეთაში მყოფ დისციპლინებთან დაკავშირებით:  

1. გააფართოვოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა; როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს შორის, ხელი შეუწყოს სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების წარმოების ეფექტიანობას.

2. განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო-ანალიტიკური მუშაობა.

3. ხელი შეუწყოს სამეცნიერო კადრების მომზადებას/პროფესიულ განვითარებას ადგილობრივ/საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და პოსტდოქტორანტთა კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

4. ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამებში ინოვაციური სასწავლო/სამეცნიერო მეთოდების დანერგვას და უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის ინტეგრირებას.

 

მუხლი 3. კვლევითი ერთეულის სტრუქტურა

1. კვლევითი ერთეული შედგება აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისა და მმართველი ორგანოებისაგან - დირექტორი და სამეცნიერო საბჭო (პერსონალის გადაწყვეტილების შემთხვევაში).

2. კვლევით ერთეულში შეიძლება შეიქმნას განყოფილებები/სექტორები ცალკეული სამეცნიერო პრობლემის ან დარგობრივი მიმართულების მიხედვით.

 

მუხლი 4. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი

1. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შედგება, ძირითადად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისაგან.

2. კვლევითი ერთეულის მიზნების განხორციელებისთვის შეიძლება, დაშვებულ იქნას სამეცნიერო თანამშრომლის საშტატო ერთეულები - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერთანამშრომელი ან პოსტდოქტორანტი.

3. კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის შეიძლება მოწვეულ იქნას სპეციალისტი დოქტორის აკადემიური ხარისხით ან მის გარეშე.

4. უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ღია კონკურსის წესით ან მის გარეშე.

5. მეცნიერ-თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით ღია კონკურსის წესით ან მის გარეშე.

6. საშტატო ერთეულის დაშვებისა და შესაბამის თანამდებობაზე პირის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის რექტორი კვლევითი ერთეულის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

 

მუხლი 5. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო

1. კვლევითი ერთეულის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო საბჭო (პერსონალის გადაწყვეტილების შემთხვევაში), რომლის შემადგენლობაში შედის ინსტიტუტის ყველა წევრი/სამეცნიერო თანამშრომელი.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს კვლევითი ერთეულის დირექტორი, რომელიც, ამავდროულად, არის ამ საბჭოს თავმჯდომარე.

სამეცნიერო საბჭო:

ა. განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით პრიორიტეტებს/მიმართულებებს, პროგრამებს, სამუშაოს გეგმებს;

ბ. განსაზღვრავს პოსტდოქტორანტურის ვაკანტურ ადგილებს და საკონკურსო პროგრამებს;

გ. განსაზღვრავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;

დ. განიხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა და პოსტდოქტორანტთა სამუშაო გეგმებს და მუშაობის შედეგებს/ ანგარიშებს;

ე. განიხილავს უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებს;

ვ. განიხილავს ინსტიტუტის წევრთა/თანამშრომელთა ანგარიშებს სამეცნიერო მივლინების შესახებ;

ზ. ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში იმპლემენტაციის/ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს და ა.შ.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომებს წარმართავს ინსტიტუტის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე.

4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, თუ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

6. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება ოქმებში.

7. სხდომების დოკუმენტირებას ახდენს საბჭოს მიერ არჩეული პასუხისმგებელი მდივანი.

8. სამეცნიერო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორჯერ, წელიწადში.

 

მუხლი 6. კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. კვლევითი ერთეულის დირექტორად ინიშნება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, უნივერსიტეტის აკადემიური (აფილირებული) პერსონალის შემადგენლობიდან.

2. დირექტორმა უნდა იცოდეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამუშაოს აღწერით გათვალისწინებული მარეგულირებელი აქტების შინაარსი/ძირითადი დებულებები და ფლობდეს შესაბამის ინსტრუმენტარიუმს.

3. დირექტორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო სტანდარტებით, ნორმატიული აქტებით, შრომის კანონმდებლობით, აგრეთვე, უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით და სხვა მარეგულირებელი აქტებით.

4. დირექტორს უფლება აქვს მოითხოვოს ინსტიტუტის წევრებისგან ანგარიში ჩატარებულ სამეცნიერო საქმიანობის შესახებ; დასვას საკითხი დეკანის წინაშე ინსტიტუტის წევრის მხრიდან სამუშაოს უხარისხოდ/უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ; უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან მოითხოვოს კვლევების ფინანსური მხარდაჭერა; ისარგებლოს საქართველოს კანონმდებობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებებით.

5. დირექტორი პასუხს აგებს კვლევითი ერთეულის არაეფექტური საქმიანობისათვის, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დარღვევისა და საქართველოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაცდომისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

6. დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მისი არყოფნის დროს ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

7. დირექტორს და მის მოადგილეს ნიშნავს რექტორი აკადემიური სკოლის დეკანთან კონსულტაციის საფუძველზე, ხოლო სუნივერსიტეტო დაქვემდებარების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე.

8. დირექტორი წარმოადგენს ინსტიტუტს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებებში.

9. ხელმძღვანელობს/კოორდინაციას უწევს კვლევითი ერთეულის მუშაობას.

10. მოიზიდავს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებას და უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას.

11. ხელს უწყობს კვლევითი ერთეულის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

12. ორგანიზებას უწევს კვლევითი ერთეულის წევრთა/თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმარებისა და ანგარიშგების პროცედურის წარმართვას დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში.

13. კვლევითი ერთეულის დირექტორი, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამოქმედო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს - ანგარიშს გაწეული სამუშაოების შესახებ.

14. სვამს საკითხს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის წინაშე სამეცნიერო კვლევის შედეგების გამოქვეყნების თაობაზე.

15. წარადგენს წინადადებებს უნივერსიტეტის რექტორის წინაშე საშტატო ერთეულების გაუქმების ან დაშვების შესახებ.

16. იმ შემთხვევაში, თუ კვლევით ერთეულში არ ყალიბდება სამეცნიერო საბჭო, მის ფუნქციებს განახორციელებს კვლევითი ერთეულის დირექტორი განყოფილებათა/მიმართულებათა ხელმძღვანელებთან ერთად.

17. დირექტორს შეუძლია მიმართოს სკოლის დეკანს ან უნივერსიტეტის რექტორს კვლევითი ერთეულის ფარგლებში, მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის გამოცემის თხოვნით.

 

მუხლი 7. კვლევითი ერთეულის წევრები და სამეცნიერო თანამშრომლები

1. კვლევითი ერთეულის წევრები (შემდგომში წევრები) არიან უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სუბიექტები, რომლებიც არჩევის დღიდან ავტომატურად ითვლება კვლევითი ერთეულის წევრებად, ხოლო სამეცნიერო თანამშრომლები არიან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მეცნიერ-თანამშრომელი.

2. სამეცნიერო თანამშრომლები/წევრები მონაწილეობენ კვლევითი ერთეულის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ან ასრულებენ ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრულ კვლევას.

3. სამეცნიერო თანამშრომელს/წევრს უფლება აქვს:

ა. განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის სფერო/მიმართულება/თემატიკა, მეთოდები და საშუალებები;

ბ. მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ კონკურსებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

გ. მოითხოვოს კვლევითი ერთეულის დირექტორისგან სამეცნიერო-კვლევების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა - სამეცნიერო მივლინება, ინფორმაციული ტექნოლოგიური რესურსით უზრუნველყოფა და სხვ.

4. სამეცნიერო თანამშრომელი/წევრი ვალდებულია:

ა. განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა კეთილსინდისიერად, აკადემიური/ პროფესიული ეთიკის დაცვით.

ბ. მაქსიმალურად დაიცვას კვლევის დაგეგმილი ვადები, ხოლო თუ ვადის დარღვევა განპირობებულია კვლევასთან დაკავშირებული აუცილებლობით ან სხვა ობიექტური მიზეზით, აცნობოს კვლევითი ერთეულის დირექტორს.

გ. ყოველი წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ.

 

მუხლი 8. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა და შეჯამება

1. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა იგეგმება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სამუშაო რეგლამენტით დადგენილ დროს, კვლევითი ერთეულის დირექტორთან იკრიბება სამეცნიერო თანამშრომელთა ინდივიდუალური გეგმები და იხილება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭო არ არის ჩამოყალიბებული - სამეცნიერო თანამშრომელთა/წევრთა ჯგუფში, რის შემდეგაც გეგმები იგზავნება უნივერსიტეტი სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრში.

2. ინდივიდუალური გეგმები დგება მას შემდეგ, რაც შემუშავდება კვლევითი ერთეულის ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი (ასეთი არსებობის შემთხვევაში), რომელშიც განისაზღვრება ცალკეული სამეცნიერო თანამშრომლის/წევრის ფუნქცია.

3. ინდივიდუალური და ჯგუფური კვლევითი პროექტების თემატიკა/აღწერა გადაეცემა სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრს.

4. ყოველი სასწავლო წლის დასრულებამდე სამუშაო რეგლამენტით დადგენილ დროს, სამეცნიერო თანამშრომელი/წევრი კვლევით ერთეულში წარადგენს ანგარიშს ჩატარებული კვლევითი სამუშაოს შესახებ, რომელიც გადაეცემა სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრს ანალიზისთვის.

5. შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის შედეგებს აფასებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი და წარადგენს აკადემიურ კომიტეტის სხდომაზე განსახილველად.

6. გეგმის შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია უნივერსიტეტის ამ სტანდარტითა და შრომის შინაგანაწესით.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

1. ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.