იტვირთება...
საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

არის საჯარო მმართველობის დოქტორი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელი, ამავე სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მკვლევარი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

იგი სხვადასხვა კონფერენციის, სემინარისა და პროექტის მონაწილეა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, არის პრაქტიკული სახელმძღვანელოს - „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“, თანაავტორი.

 

თეა სამჭკუაშვილი არის სერტიფიცირებული ტრენერი და თანამშრომლობს ტრენინგ ცენტრებთან და უძღვება სხვადასხვა სასწავლო კურსს, მათ შორის, საჯარო სამსახურის ეთიკა - პრინციპები და ღირებულებები, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები, ადმინისტრაციული წარმოება და ა.შ. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად იკავებს სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას.