იტვირთება...
როინ გიუნაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


როინ გიუნაშვილი

2005 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

 

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.

 

2009 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მუშაობდა ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

 

2010 წლის იანვრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი.

 

„ბედნიერი ვარ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი სწორედ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტზე გავაკეთე, რადგან ვთვლი, რომ აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განსაზღვრა ჩემი შემდგომი ცხოვრება და კარიერა.

”ალმა მატერი“ - ამით ყველაფერი ნათქვამია!!!“