იტვირთება...
მიშიკო დუმბაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მიშიკო დუმბაძე

2005 წლის ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსდამთავრებული. სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა ტელეკომპანია “მზეში“ სპორტულ კომენტატორად.

 

„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემმა ბიძამ, ერთ დროს I არხის საკმაოდ ცნობილმა ჟურნალისტმა გურამ კავილაძემ მირჩია. მე ცხადია უსიტყვოდ არ მიმიღია მისი რჩევა. პირადად ვესტუმრე „ალმა მატერს“ ,გამოგიტყდებით, სხვა სასწავლებლებიც მოვინახულე, მაგრამ ის ტექნიკური ბაზა, ის გარემო, რაც აქ დამხვდა, არსად არ მინახავს. ბიძაჩემი სასწავლო პროგრამასაც გაეცნო და აღნიშნა, რომ აქ სრულიად განსხვავებული მიდგომაა ჟურნალისტის მომზადებისადმიო. ყველაფერი ეს გავაანალიზე და ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ამ უნივერსიტეტში შემესწავლა ჟურნალისტიკის საფუძვლები. ნამდვილად არ ვნანობ. ვწუხვარ მხოლოდ იმას,რომ დროის უქონლობის გამო ვერ ჩავირიცხე სატელევიზიო შემოქმედებით სახელოსნოში.

სახელოსნო დამატებით დიდ დროსა და კოლოსალურ ენერგიას მოითხოვს. ჩემ მომავალ თანაფაკულტეტელებს ვურჩევ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის,რომ ამ სახელოსნოში მოხვდნენ, რადგან აქ მხოლოდ შრომისმოყვარე და ნიჭიერ სტუდენტებს ირჩევენ.”