იტვირთება...
ოთარ ქანთარია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ოთარ ქანთარია

2006 წელს დაამთავრა სახელმწიფო მართვის სპეციალობა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჯორჯიის უნივერსიტეტს (შეერთებული შტატები) შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკული მხარის დაფინანსებით, პარალელურად ჩაირიცხა ჯორჯიის უნივერსიტეტში და წარმატებით გაიარა დისტანციური სწავლების სრული კურსი გარემოს დაცვის პოლიტიკაში. კურსის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების საელჩოს ატაშემ როენა ნაჯაფიმ გადასცა ჯორჯიის უნივერსიტეტის შესაბამისი სერთიფიკატი.

 

უნივერსიტეტში სწავლის პეროდში, დაასრულა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის კიდევ ერთი სასწავლო კურსი დისტანციური სწავლების ფორმით, ადამიანურ რესურსებსა და კადრების მენეჯმენტში. ოთარი ჩართული იყო ნებრასკას უნივერსიტეტისა (შეერთებული შტატები) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში: „ჩვენი საერთო მომავალი: მულტიკულტურული მასობრივი კომუნიკაციის ანთოლოგია“ და „რეალობისა და ირეალობის ტრანსფორმაცია მხატვრულ ნაწარმოებებში“.

 

მისი მონაწილეობით პროფესორ ლანსელოტ ფლეტჩერთან, პროფესორ მიხეილ გოგატიშვილთან და პროფესორ გიორგი ბარამიძესთან ერთად უნივერსიტეტმა გამოსცა „ათი ფედერალისტური წერილი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნი საჩუქრად გადაეცა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და სახელმწიფო მდივანს- კოლდოლიზა რაისს, რომლებმაც მადლობის წერილები გამოუგზავნეს უნივერსიტეტს და მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომს.

 

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს გაეროს ასოციაციაში ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორად. ამავე პერიოდში, MASC-ის პროგრამით, სწავლა გააგრძელა ატლანტის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

 

„თავს ბედნიერად ვთვლი, რომ „ალმა მატერი“ დავამთავრე. მას ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ჩემი, როგორც პროფესიონალის, ფორმირებაში. ეს განსაკუთრებით კარგად გავიაზრე აქ, შეერთებულ შტატებში. მადლობა “ალმა მატერს“.