იტვირთება...
თამარ მანჯავიძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თამარ მანჯავიძე

2003 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი.

 2007 წლიდან მუშაობს საგანმანათლებლო კომპანია “Queen’s English”-ში დირექტორად.

 

“ჩემი სტუდენტობის 7 წელი “ალმა მატერთან” არის დაკავშირებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ამ უნივერსიტეტის სკოლა-ლიცეუმში. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

 

თავიდანვე თბილი და უშუალო გარემო დამხვდა. ახალ სიტუაციასთან შეგუება არ გამიჭირვებია, რაშიც ლექტორების თბილი დამოკიდებულება დამეხმარა. ლექტორების პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვიყავი, პიროვნულ და პროფესიულ ზრდას ყოველდღიურად ვგრძნობდი და ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღვიძებდა ჩემში.

 

“ალმა მატერისგან” ძალიან ბევრი რამ მივიღე. ჩემი კარიერა, ფაქტობრივად, სტუდენტობის დასრულებისთანავე დაიწყო: 2003 წლიდან სკოლა ლიცეუმში დავიწყე მუშაობა ინგლისური ენის პედაგოგად, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის.

 

გარდა პროფესიული ზრდისა, აქ პიროვნულადაც გავიზარდე. ცოდნის მიღების გარდა „ალმა მატერმა“ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შემძინა, რომლებთანაც დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს.

 

ჩემთვის „ალმა მატერი“ მხოლოდ უნივერსიტეტი არ არის, დღემდე მეორე სახლად ვთვლი და აქ გატარებული თითოეული დღე დაუვიწყარია. „ალმა მატერი“ ნამდვილად ამართლებს თავის სახელს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ბავშვისთვის იქცევა მასაზრდოებელ დედად.“