იტვირთება...
მალხაზ ბაქრაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მალხაზ ბაქრაძე

“ალმა მატერში” 2011 წელს ჩავირიცხე. ჩემი არჩევანი განაპირობა რამდენიმე გარემოებამ. უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევის თემატიკა ძალზე ორგანულად მიესადაგა ჩემს ძირითად სამუშაო საქმიანობასა და სამეცნიერო ინტერესებს. გარდა ამისა მივიღე ინფორმაცია ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორთა მაღალ კვალიფიკაციაზე, რაშიც შემდგომ პირადად დავრწმუნდი.

 

ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „კომპანიის განვითარების მართვა საინვესტიციო საქმიანობის მოდელირების საფუძველზე“, რომელშიც განხილულია კომპანიის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების სელექცია მოდელირების მექანიზმის გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საინვესტიციო საქმიანობის მენეჯმენტის მიმართულებებზე.

 

ეს სამეცნიერო პრობლემატიკა ჩემთვის ძალიან აქტუალურია, რადგან ვმუშაობ კომპანია ”ჰიპ ჯორჯიას” ფინანსურ დირექტორად და ინოვაციებისა და ინვესტიციების მენეჯმენტი ჩემი მუდმივი ფიქრისა და ზრუნვის საგანია.

 

მთლიანად, თუკი გადავხედავ ჩემი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ურთიერთობის უკვე არც ისე მოკლევადიან ისტორიას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მყარი, აკადემიური ცოდნის გამავრცელებელი საგანმანათებლო და სამეცნიერო დაწესებულება.