ზოგჯერ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შესაძლოა დიპლომი ან დანართი დაკარგოთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენივე სკოლის რეგისტრაციის ოფისს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება სკოლის დეკანის სახელზე უნივერსიტეტის დამთავრების წლის მინიშნებით
- ცნობა პოლიციიდან, რომ თქვენ განაცხადეთ ამ ფაქტის შესახებ
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
დოკუმენტების წარდგენის დღიდან, ერთი თვის ვადაში მიიღებთ დიპლომის დუბლიკატს. ამ სერვისის საფასურია 100 ლარი.
უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში, ყველა ეს დოკუმენტი (პასპორტის დედანის ნაცვლად ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) უნდა გამოაგზავნოთ ფოსტით. განცხადებაში მიანიშნეთ როგორი ფორმით გსურთ დიპლომის მიღება, ფოსტით თუ ანდობთ ვინმეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს უნდა დაუმატოთ ნოტარიალური წესით დამოწმებული მინდობილობა. ფოსტით მომსახურების შემთხვევაში უნივერსიტეტის ანგარიშზე 100 ლარის გარდა, დამატებით, უნდა გადმორიცხოთ 35 აშშ დოლარი საფოსტო მომსახურებისათვის. ანგარიშის გაგება შეგიძლიათ ონლაინ კონტაქტით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI