სამართლის სკოლის დოქტორანტის მაია ცქიტიშვილის დისერტაციის დაცვა

სამართლის სკოლის დოქტორანტის მაია ცქიტიშვილის დისერტაციის დაცვა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის მაია ცქიტიშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „სარჩელი სამოქალაქო პროცესში“.

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: სამართლის დოქტორი ვალერიან ხრუსტალი.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - მაია ცქიტიშვილს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.