სამართლის სკოლის დოქტორანტის ლეილა არხოშაშვილის დისერტაციის დაცვა

სამართლის სკოლის დოქტორანტის ლეილა არხოშაშვილის დისერტაციის დაცვა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის ლეილა არხოშაშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „სარჩელისაგან თავდაცვის პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალებები“.

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: სამართლის დოქტორი თეიმურაზ თოდრია.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ლეილა არხოშაშვილს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.