ლიბერთი ბანკის ახალი შეთავაზება სტუდენტებს

ლიბერთი ბანკის ახალი შეთავაზება სტუდენტებს


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დასაქმებას საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის განმსაზღვრელ კომპონენტად განიხილავს, რომელიც სტუდენტს პროფესიულ ზრდა-განვითარებასა და წინსვლაში ეხმარება.

 

შრომითი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად განხორციელებული სხვადასხვა პროექტისა და 100-ზე მეტ კომპანიასა და უწყებასთან თანამშრომლობის შედეგად, უნივერსიტეტში სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელი 87%-ს აღწევს.

 

21 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები მაია ბლიაძე და თამარ ხაინდრავა ეწვივნენ და სწავლა, განვითარება, მრავალფეროვანი გარემო და დასაქმება შესთავაზეს ახალგაზრდებს.

 

ონლაინ შეხვედრას ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) სტუდენტები (თბილისი, ბათუმი) და მათი ხელმძღვანელი - თამარ გამსახურდია, ესწრებოდნენ.

 

სტუმრებმა სტუდენტებს ოთხი სხვადასხვა პოზიციის - მოლარე-ოპერატორის, digital კონსულტანტის, გაყიდვების ოფიცრის, საკრედიტო მიმართულების სტაჟიორის - პირობები და ანაზღაურება, ბანკის სერვისები, დაგეგმილი სიახლეები, აპლიკანტთა შერჩევისა და პროფესიული სწავლების საკითხები გააცნეს.

 

 შეხვედრის დასასრულს ბანკის თანამშრომლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

 

შეხვედრა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.