სალექციო კურსი მოსწავლეებისათვის

სალექციო კურსი მოსწავლეებისათვის

დასრულდა რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და აბიტურიენტები კიდევ ერთხელ აზუსტებენ მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩეულ პროფესიასა და უნივერსიტეტს.

 

Teen Academy-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „გახდი იურისტის“, მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია სისხლის სამართლის შესახებ.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსწავლეებს შესთავაზა მცირე სალექციო კურსი. ეს ინიციატივა ეკუთვნის სამართლის სკოლის ასისტენტს დავით სირაძეს.

 

10-11 აპრილს მოსწავლეებისათვის გამართულ ლექციებზე განიხილეს თემა: “მკვლელობა, როგორც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“. ლექტორთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს დანაშაულის სახეებისა და კატეგორიების შესახებ, ამოხსნეს სისხლისამართლებრივი ამოცანები და თვითონაც შეადგინეს ამ თემასთან დაკავშირებული კაზუსები.

 

ლექციები ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

უნივერსიტეტი განაგრძობს ასეთ შეხვედრებს მოსწავლეებთან.