„Teen Academy“ დასრულდა

„Teen Academy“ დასრულდა

„Teen Academy“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც წლების განმავლობაში საუკეთესო სტუდენტები შესძინა უნივერსიტეტს: ლევან კერესელიძე, მარიამ კაპანაძე, ომეხ კუტალაძე, ლიზი ჩიმჩიური, სანდრო გაგიშვილი, ანა ზაქრაძე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ცერცვაძე და მრავალი სხვა, რომლებსაც ყოველთვის გამოარჩევთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიურობითა და მიზანდასახულობით.

 

წელს პანდემიის გამო „Teen Academy“ განსხვავებული ფორმარტით წარიმართა და პირველად მასში რეგიონების, მათ შორის, შორეული რეგიონების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. აქტიური დისკუსია, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, იმიტირებული პროცესები, შეხვედრები პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან მიზნად ისახავდა მოსწავლეების სწორი პროფესიული არჩევანის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტის გაცნობას.

 

პროექტის ფარგლებში საუკეთესო მოსწავლეებმა მიიღეს: სასწავლო გრანტი, მოკლე სალექციო კურსი სამართალში, ერთთვიანი სტაჟირება უნივერსიტეტის ტელერადიოსტუდიაში და მათთვის საინტერესო ლექციებზე დასწრების უფლება.

 

„Teen Academy“-ის მონაწილეებს შორის უნივერსიტეტს უკვე ჰყავს ახალი მეგობრები: თამარ აქუბარდია, ლანა ბახტურიძე, მარიამ ჩხაპელია, მარიკა კვანჭიანი, ნესტან ნიჟარაძე, მზია კვეკვესკირი, თათია მოსიაშვილი, თეკლა გოგიძე, მარიამ გარსევანიშვილი, მარიამ ცელაძე, მონიკა ქალდანი, სოფი ხუციშვილი, ნინი მანია, ლანა ჩიქოვანი, ეთერ ფოლადაშვილი, ნინო ლაშაური, ანა დავაძე, ლაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ელაშვილი, გიორგი ირემაშვილი, მარიამ ზეინკლიშვილი, მარიამ ვარაბიოვი და სხვები. ზოგიერთი მათგანი მომავალ წელს ამთავრებს სკოლას, ზოგიერთი კი - წელს და მათ უკვე აირჩიეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.

 

წარმატება მათ!