მემორანდუმი დიუსელდორფის განათლების საერთაშორისო ცენტრთან

მემორანდუმი დიუსელდორფის განათლების საერთაშორისო ცენტრთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით. სულ ახლახან უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დიუსელდორფის სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან.

 

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებსა და მიმართულებებზე, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ჩაერთონ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებსა და საერთაშორისო ცენტრის მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებში.

 

შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ სამეცნიერო - კვლევითი აქტივობის წარმოჩენასა და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას.