ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე საქართველოში

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე საქართველოში


27 იანვარს ისრაელის სახლში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჭანტურიამ მიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისრაელის ქნესეთის ემიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ ბიტანი, საქართველოში ებრაული თემის წევრები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და რელიგიური წრის წარმომადგენლები.

 

ხსოვნის საღამო გახსნა ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ. მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ისრაელის ქნესეთის წევრმა, დევიდ ბიტანმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ პანდემიური მდგომარეობის დასრულების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, კვლავაც ესტუმროს საქართველოს და მონაწილეობა მიიღოს ჰოლოკოსტთან და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე საქართველოში.

 

აღინიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰოლოკოსტის, გენოციდისა და ანტიჰუმანური თეორიების შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაში. უნივერსიტეტში უკვე ორი წელია ისწავლება ჰოლოკოსტის ისორია.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივსაცემად სანთლები აანთეს.