არაფორმალური განათლების კვირეული დასრულდა

არაფორმალური განათლების კვირეული დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დასრულდა არაფორმალური განათლების ონლაინ კვირეული.

 

კვირეული მოსწავლეების თხოვნით გაიმართა და მასში თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისის, საჩხერის, წყალტუბოს, აბასთუმნის, უშგულის, ხულოს, გორის, კასპისა და ოკუპირებული ტერიტორიების კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტის პროფესორები: ირაკლი თედორაძე, ნათია ბადრიშვილი, დიანა ტყებუჩავა, მერი ლომია, მოსწავლეებთან ერთად ინტერაქტიურ რეჟიმში განიხილავდნენ ბიზნესის მენეჯმენტს, ემოციების მართვას, ეტიკეტის საკითხებსა და ოპონირების ხელოვნებას.

 

საინტერესო იყო კვირეულის ფარგლებში გამართული დისკუსია და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების მოსაზრებების მოსმენა. პროფესორებისაგან მოსწავლეებმა მიიღეს შეთავაზება საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით განაგრძონ თანამშრომლობა მოზარდებთან.

 

კვირეული დასრულდა მოდელირებული პრესკონფერენციით, რომლის თემა გახლდათ „თანამედროვე ქართული მედია“ და რომელშიც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

 

პრესკონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა უნივერსიტეტის პროფესორი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე, რომელმაც შეაჯამა და შეაფასა პრესკონფერენცია და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გაუზიარა სტუდენტებსა და მოსწავლეებს.

 

კვირეულის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.