ახალი შეთავაზება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს!

ახალი შეთავაზება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს!

საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტგამოცემა - Media4u Magazine - ი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს, გამონაკლისის სახით, აძლევს შესაძლებლობას სამეცნიერო სტატიები უფასოდ გამოქვეყნონ აღნიშნულ ჟურნალში.

 

ეს გადაწყვეტილება მიიღო ინტერნეტ გამოცემის სამეცნიერო - სარედაქციო საბჭომ, რომლის წევრიც გახლავთ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ოჩიგავა.

 

ჟურნალი დაფუძნდა 2004 წელს და მისი ყველა სტატიის რეცენზირებას ახორციელებს ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი. სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის თვალსაჩინო პროფესორები/პედაგოგები. ჟურნალში ყველაზე მეტი სტატია ეთმობა განათლების ხარისხის, განათლების სამართლის, თანამედროვე სწავლისა და სწავლების განვითარების საკითხებს. ყველა სამეცნიერო გამოცემა დაცულია ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და EBSCO - ს ბაზებში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევით ცენტრს, საკონტაქტო პირი: გოჩა ოჩიგავა pragueinfo@yahoo.com