სიანს პო რენის უნივერსიტეტი გიწვევთ სასწავლებლად

სიანს პო რენის უნივერსიტეტი გიწვევთ სასწავლებლად

საფრანგეთის ქალაქ რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ გამოაცხადა კონკურსი 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებულ იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

საყოველთაო იზოლაციის შემთხვევაში, სწავლება წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.

 

შემოთავაზება ძირითადად ეხება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ასევე, ბიზნესისა და მართვის სკოლების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების მონაწილეობაც.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლების ღირებულება ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ. მსურველებმა მხოლოდ გზისა და ცხოვრების ხარჯები უნდა გაითვალისწინონ.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ნოემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge