ქართულ-ევროპული განათლების აკადემიის მოსწავლეები სტუმრად უნივერსიტეტში

ქართულ-ევროპული განათლების აკადემიის მოსწავლეები სტუმრად უნივერსიტეტში


15 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ღია კარის დღეების ფარგლებში, ქართულ-ევროპული განათლების აკადემიის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

 

აკადემია წლების განმავლობაში თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და მისი არაერთი კურსდამთავრებული დღეს უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია, მათ შორის, რამდენიმე სასწავლო გრანტის მფლობელიცაა.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მოადგილემ, სამართლის სკოლის დეკანმა, გულიკო გალდავამ მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო გარემო და საგანმანათლებლო პროგრამები, უპასუხეს მათ შეკითხვებს.

 

 მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, შეასრულეს მარტივი სტომატოლოგიური მანიპულაციებიც.

 

აკადემიის დირექტორმა თამარ ვეფხვაძემ, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და დღეს მისი პროფესორია, მადლობა გადაუხადა რექტორს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ განხორციელებული პროექტებისათვის, რომლებიც მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის სწორად განსაზღვრას უწყობს ხელს.

 

შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.