სტუდენტების საახალწლო გამოფენა უნივერსიტეტში

სტუდენტების საახალწლო გამოფენა უნივერსიტეტში


19 დეკემბერს, უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „ალმა მატერის“ ინიციატივით, გაიმართა სტუდენტების მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების - ლიკა კინწურაშვილის, მარიტა მჟავანაძისა და სელენია ივანიშვილის ნამუშევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების ანი კინწურაშვილისა და სალომე გრიგალაშვილის, აგრეთვე, თბილისის 128-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ლიზი ნატროშვილის ნამუშევრები, რომლებიც, ძირითადად, შერეული ტექნიკით იყო შესრულებული.

 

დამთვარიელებელთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ლიკა კინწურაშვილის ოჯახური დინასტიის შემოქმედებამ, გამოფენილი იყო მისი დისა და დედის ნამუშევრებიც.

 

საახალწლო გამოფენა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მოადგილემ, გულიკო გალდავამ.

 

ახალგაზრდა მხატვრებმა რექტორს განუმარტეს თითოეული ნამუშევარის შექმნის ისტორია, შესრულების ტექნიკა და ინსპირაციის წყარო.

 

მამუკა თავხელიძემ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა ამ ინიციატივისათვის, მოიწონა მათი ნამუშევრები, სთხოვა გაეგრძელებინათ ამ მიმართულებით მუშაობა და შემოეკრიბათ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები.

 

გამოფენას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზრდა მხატვრების მეგობრები და ოჯახის წევრები.