ლექცია-დისკუსია „ჰიბრიდული ომი - 21-ე საუკუნის გამოწვევა“

ლექცია-დისკუსია „ჰიბრიდული ომი - 21-ე საუკუნის გამოწვევა“


23 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მმართველთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე „ჰიბრიდული ომი - 21-ე საუკუნის გამოწვევა“.

 

საჯარო ლექციის წასაკითხად სტუდენტებმა მოიწვიეს გიორგი ტუმასიანი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციის - “Young Professionals in Foreign Policy”, ახალგაზრდა პროფესიონალი; ასევე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2017-2018 წლებში.

 

ლექციაზე განიხილეს: ჰიბრიდული ომის მნიშვნელობა, ჰიბრიდული ომის ნიშნები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებისას, თავდაცვისა და თავდასხმის მექანიზმები ჰიბრიდულ ომში და სხვა საკითხები.

 

სტუდენტები დაინტერესდნენ ჰიბრიდული ომისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რაზეც მოწვეული სპეციალისტისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

„ახალგაზრდა მმართველთა ასოციაცია“ მადლობას უხდის გიორგი ტუმასიანს თანამშრომლობისათვის და გააგრძელებს სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ დარგის სპეციალისტების, პრაქტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების მოწვევას.