დავით კენჭაძის მასტერკლასი: “დიახ, შენ შეგიძლია“

დავით კენჭაძის მასტერკლასი: “დიახ, შენ შეგიძლია“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს პრაქტიკოსებთან სტუდენტების შეხვედრა, მასტერკლასებისა და საჯარო ლექციების გამართვა, რომლებიც ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.

 

4 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: დიახ, შენ შეგიძლია („Yes, You Can”).

 

წარმატებულმა ბიზნესტრენერმა და სამოტივაციო სპიკერმა დავით კენჭაძემ აუდიტორიას თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა, როგორიცაა: კარიერული და პიროვნული განვითარება, მოტივაცია, მიზანდასახულობა და წარმატების მიღწევის გზები.

 

მასტერკლასის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.