თანამშრომლობა პროგრამა Erasmus + - თან გრძელდება

თანამშრომლობა პროგრამა Erasmus + - თან გრძელდება


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს პროგრამა Erasmus + -თან და მონაწილეობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში.

 

ოქტომბერში უნივერსიტეტმა კვლავ გაიმარჯვა ამ პროგრამით და საერთაშორისო მობილობაში ჩასართავად დაიწყო სტუდენტთა შერჩევა.

 

გაზაფხულის სემესტრში კი უნივერსიტეტის სამი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პორტოს უნივერსიტეტში. ისინი კითხულობდნენ ლექციებს, ეცნობოდნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას და ესწრებოდნენ ტრენინგებს.

 

პროფესორმა მიხეილ გოგატიშვილმა პორტოს უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციების ციკლი:

  • აბსოლუტური სახელმწიფო და ინდივიდუალობის გაუქმება;
  • არისტოტელეს სამყარო - პიროვნების ფრაგმენტული გაგება;
  • რომის კანონი - პიროვნების მნიშვნელობის უარყოფა;
  • წმინდა ავგუსტინე - ქრისტიანობა და პიროვნების დაბადება;
  • მაკიაველი, ჰობი და ლოკი - პიროვნების დეკადალიზაცია;
  • ჰეგელი - პიროვნების ინსტიტუციონალიზაცია;

 

 მან ასევე წარადგინა პრეზენტაცია და პორტოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გააცნო.

 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ სულაშვილი და აკადემიური ექსპერტი ლევან ნაცვლიშვილი პორტოს უნივერსიტეტში ტრენინგზე იმყოფებოდნენ: ისინი გაეცნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სპეციფიკას და კოლეგებს გაუზიარეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მუშაობის თავისებურებანი.

 

თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან და პროგრამა Erasmus + - თან გძელდება.