უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ სასწავლო წელს საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში დაიწყებენ

უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ სასწავლო წელს საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში დაიწყებენ


დაიწყო ახალი სასწავლო წელი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში გაემგზავრნენ, ისინი სწავლას პარტნიორ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

 

ბიზნესსკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები დავით შალამბერიძე და გიორგი ნიორაძე ერთ წელს კლერმონ-ფერანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან.

 

სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სამი სტუდენტი: გიორგი თავხელიძე, თამარ მეფარიშვილი და მიხეილ ჭვინაშვილი ერთი სემესტრის განმავლობაში პროფესიას ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლებიან.

 

საჯარო მმართველობის და პოლიტიკის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტმა სალომე ზაბახიძემ Sciences Po Rennes-ის (სიანს პო რენის) უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა ერთსემესტრიანი პროგრამა და მეორე ვადით იქნა შერჩეული.

 

უნივერსიტეტი თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მშობლიურ უნივერსიტეტში ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნებას უსურვებს.