იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში

იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში


23 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში.

 

პროცესი ჩატარდა სასწავლო დისციპლინის - „სამოქალაქო სამართლის პროცესი“, ფარგლებში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის მეორე კურსის წარჩინებული სტუდენტები: ნია ქავთარაძე, გიორგი კვირიკაძე, კახაბერ გორგაძე, ლევან კერესელიძე, მარიამ ზარქუა, ანა რობაქიძე, ლიკა კინწურაშვილი, მაკა ბაღათურია, თამარ ცხვიტავა, მიხეილ გიგინეიშვილი.

 

განსახილველი თემა უკავშირდებოდა ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის. სტუდენტების მონაწილეობა სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში იყო საინტერესო, მსჯელობა კი დასაბუთებული.

 

იმიტირებული პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა შეაჯამა სტუდენტების ნამუშევრები და თავისი მოსაზრებები გაუზიარა ახალგაზრდებს. პროცესის ბოლოს მასში მონაწილე ყველა სტუდენტს პროფესორმა თავისი უახლესი გამოცემა - „ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა“, ავტოგრაფით უსახსოვრა.

 

სამართლის სკოლა დიდ მადლობას უხდის ზურაბ ძლიერიშვილს და წარმატებას უსურვებს პროცესის მონაწილე თითოეულ სტუდენტს.