უნივერსიტეტმა სამუშაო შეხვედრაზე დასაქმების გამოწვევების კვლევის პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა

უნივერსიტეტმა სამუშაო შეხვედრაზე დასაქმების გამოწვევების კვლევის პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 23 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა დასაქმების გამოწვევების კვლევის პროექტთან დაკავშირებით.

 

ღონისძიების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული შუალედური შედეგების წარდგენა დასაქმების პროგრამებში ჩართული სამინისტროებისთვის.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მარიამ თავართქილაძე და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

 

მარიამ თავართქილაძემ მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტები, კერძოდ, დასაქმების ავსტრიული მოდელი და პირის პროფილირების გერმანული სქემა.

 

მონაწილეებმა იმსჯელეს დასაქმების ქმედითი მექანიზმის ძირითად კომპონენტებზე, ასევე, განიხილეს დასაქმების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. წარმოადგინეს რეკომენდაციები კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებით და გამოთქვეს პროექტის მხარდაჭერის სურვილი.

 

სამუშაო შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.