მედიცინის სკოლის სტუდენტების საჯარო ლექცია ტუბერკულოზს მიეძღვნა

მედიცინის სკოლის სტუდენტების საჯარო ლექცია ტუბერკულოზს მიეძღვნა


27 მარტს უნივერსიტეტის სტუდენტური ლექტორიუმის ფარგლებში მედიცინის სკოლის მესამე დონის სტუდენტებმა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავარ კამპუსში საჯარო ლექცია წაიკითხეს.

 

გვანცა დაჩიაშვილმა, ნინო დვალიშვილმა, ნინო მაჭუტაძემ და მაგდა გელოვანმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე ისაუბრეს ტუბერკულოზის, როგორც ქრონიკული ინფექციური დაავადების, მისი გამომწვევი მიზეზების, ტუბერკულოზის სახეების, ფილტვის ტუბერკულოზის დამახასიათებელი ფორმებისა და სიმპტომების, მისი გამოვლენის შემთხვევაში დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის, გადამდებლობის პრევენციის და სხვა საკითხების შესახებ.

 

ლექციის ბოლოს სტუდენტმა-ლექტორებმა ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

 

სტუდენტური ლექტორიუმი, რომელშიც გაერთიანებული არიან წარჩინებული მოხალისე სტუდენტები პოპულარული ლექციების ჩასატარებლად,

 

უნივერსიტეტის განვითარების 2018-2025 წლების სტრატეგიული გეგმით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობაა.