სამუშაო შეხვედრამ დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილა

სამუშაო შეხვედრამ დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილა


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით 8-9 თებერვალს სასტუმრო ბორჯომი ლიკანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების კვლევისა და ქმედითი მექანიზმების შემუშავება.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მარიამ თავართქილაძე და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

 

მარიამ თავართქილაძემ მონაწილეებს წარუდგინა პროექტის - „დასაქმების სახელმწიფო მექანიზმი: გამოწვევების კვლევა“, მოკლე მიმოხილვა. მონაწილეებმა იმსჯელეს დასაქმების ქმედითი მექანიზმის ძირითადი კომპონენტების შესახებ, ასევე, განიხილეს ამ სფეროში დღემდე არსებული პრობლემები და გამოწვევები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სოფიო კილაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ფელიქს ჰეტი - საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი.

 

სამუშაო შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.