სტუდენტის ბლოგი

სტუდენტის ბლოგი

ნინო ცქიტიშვილი - სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი

 

თითქმის 3 წელი გავიდა, რაც „ალმა მატერში“ ჩავაბარე. აბუტურიენტობა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გამიჭირდა, რთული გამოდგა პროფესიის არჩევაც. საბოლოოდ ჩემი არჩევანი, მრავალი მიზეზის გამო, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტზე შევაჩერე და დღითი დღე ვრწმუნდები, რომ არ შევმცდარვარ.

 

თავიდან საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლაში ჩავაბარე, თუმცა ერთ წელიწადში, სპონტანურად გადავწყვიტე ჩემი პროფესია სამართლისთვის დამეკავშირებინა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ძალიან დამეხმარნენ პროფესიის პოვნაში, რომელიც, ვფიქრობ, მთელი ცხოვრება მეყვარება. თავიდან, პროგრამა რთული მეჩვენა, თუმცა სწავლების ინდივიდუალურმა მეთოდმა და ლექტორების ძალისხმევამ სამართლის მიმართულება სრულიად სხვა მხრიდან დამანახა. მივხვდი, რომ სამართალში კანონების დაზეპირების უპირობო ვალდებულება საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპი იყო და საქმე, რეალურად, კანონის ინტერპრეტაციასთან მქონდა. დატვირთულობასთან ერთად, ლექციები სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

 

მეოთხე სემესტრში პოლონეთში გავემგზავრე გაცვლითი პროგრამით, რამაც ყველაზე მეტად დამოუკიდებლობა მასწავლა. მოგზაურობა საკმაოდ საინტერესო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა. ვფიქრობდი, რომ დაბრუნება გამიჭირდებოდა, თუმცა უნივერსიტეტში იმდენად თბილი და საინტერესო გარემო დამხვდა, რომ ეს ბარიერი მარტივად გადავლახე. მივხვდი, რომ დავბრუნდი გარემოში, სადაც ყოველთვის დაგიფასებენ მონდომებას, დაგეხმარებიან და შენთან ერთად იფიქრებენ შენს წინსვლასა და განვითარებაზე.

 

„ალმა მატერი“ ასეთია, დაბრუნების შემდეგ, ეს კიდევ უფრო მკაფიოდ შევიგრძენი... ამიტომ მიყვარს და ვაფასებს ჩემს უნივერსიტეტს...