საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მეცნიერების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

 

2-3 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ნარკოდანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა.

 

კონფერენციაზე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა განიხილეს საქართველოში ნარკოდანაშაულის საკანონმდებლო პოლიტიკა, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკული პრობლემები, ჯგუფურად ჩადენილი ნარკოდანაშაულის სადავო საკითხები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ნარკოდანაშაულის პოლიტიკაში და სხვ.

 

გერმანელმა მეცნიერებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ამ მიმართულებით გერმანიაში არსებული პრაქტიკა, გააცნეს ნარკოდანაშაულის სისხლის სამართლის კრიმინოლოგიური ხედვა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკული პრობლემები.

 

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - IRZ წარმომადგენელმა მაიკე რულიგმა, უნივერსიტეტის რექტორა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, თსუ რექტორმა, დოქტორმა გია შარვაშიძემ, თსუ სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები: მერაბ ტურავა, ეკა ბესელია, სულხან გამყრელიძე, ანა ფირცხალაშვილი და ამირან მოსულიშვილი.

 

ქართველი და გერმანელი მეცნიერები ნარკოდამაშაულის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის თაობაზეც შეთანხმდნენ.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge