სამეცნიერო კონფერენცია საპიენსას უნივერსიტეტში

სამეცნიერო კონფერენცია საპიენსას უნივერსიტეტში


უნივერსიტეტი, სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და ამ მიმართულებით ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.

 

2018 წლის 26-28 სექტემბერს, უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და პროფესორ ბელა კოპალიანის ინიციატივით იტალიაში, რომის საპიენსას უნივერსიტეტში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაცია და იდენტობა“ და საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია „ახალგაზრდობა და იდენტობა“. ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდრე მერმარნიშვილი.

 

კონფერენციების მიზანი იყო:

- გლობალიზაციის გამოწვევებზე საზოგადოების დამოკიდებულების წარმოჩენა სხვადასხვა მიმართულებებით;

- ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა;

- საქართველოს პოპულარიზაცია.

 

უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა კოპალიანმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება !საქართველო და აბრეშუმის გზა".

 

უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერმა ალექსანდრე მერმანიშვილმა კი - “კულტურული დიპლომატიის როლი და ახალგაზრდობა" .

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოს, იტალიის, შვედეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთი, სირიისა და პალესტინის უნივერსიტეტებიდან.

 

ორგანიზატორებმა კონფერენციის ფარგლებში სტუმრებს გააცნეს საქართველოს კულტურა, ისტორია, ღირსშესანიშნაობები.

 

პროექტის პარტნიორები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული დიასპორა იტალიაში, საპიენსას ფონდი.

 

 

საკონტაქტო პირი: ბელა კოპალაინი - 593 310 290