პროფესიული პრაქტიკა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის

პროფესიული პრაქტიკა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია „ჯი ეი თი თი ლეგალ ქონსალთინგ გრუფს“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებმა - ქეთევან ლაბაძემ და ანა კირვალიძემ, აღნიშნულ კომპანიაში სასწავლო-პროფესიული პრაქტიკა გაიარეს. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ საადვოკატო საქმიანობის ძირითად საფუძვლებს, დარგის სპეციფიკასა და პრაქტიკულ საკითხებს. შეიძინეს სისხლის სამართლის საქმეებზე გუნდურად თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები და ახალი კომპეტენციებით აღჭურვილნი დაბრუნდნენ სასწავლებელში.

 

სასწავლო-პროფესიული პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიამ სტუდენტებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

 

სტუდენტების პროფესიონალ იურისტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და იურიდიული კომპანია „ჯი ეი თი თი ლეგალ ქონსალთინგ გრუფი“ განაგრძობენ თანამშრომლობას.

 

 

საკონტაქტო პირი: ი.ხურციძე - i.khurtsidze@gruni.edu.ge