ანა მანველიშვილის წარმატება

ანა მანველიშვილის წარმატება


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, ანა მანველიშვილმა, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტების პროექტში „სოციალ-პოლიტიკური აკადემია". მის მიერ მომზადებულ ესეს: ''სამოქალაქო აქტივიზმის როლი დემოკრატიულ პროცესებში, მისი როლი და გამოწვევები'', წარმატება ხვდა წილად და პროექტის ხელმძღვანელებმა ანა გერმანიის საზაფხულო სკოლის პროგრამაში ჩართეს.

 

ანა მანველიშვილი 5-დან 12 აგვისტომდე მონაწილეობას მიიღებს ბერლინში კურტ ლიოვენშტეინის საზაფხულო სკოლის მიერ მომზადებულ პროგრამაში „აქტივიზმის ორგანიზება (Organizing Activism)“. პროგრამის ფარგლებში ყველა ხარჯს პროექტის მესვეურები გაიღებენ.

 

უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს მას.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge