მიწვევა ვურცბურგის უნივერსიტეტში

მიწვევა ვურცბურგის უნივერსიტეტში


უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ანა ფირცხალაშვილი გერმანიის, ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც გაზაფხულის სემესტრში კონსტიტუციური სამართლის სალექციო კურსს წაიკითხავს.

 

1402 წელს დაფუძნებული ვურცბურგის, იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (JMU), ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევროპაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის წარჩინებული სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული ტურის ფარგლებში დეკანის - ანა ფირცხალაშვილის, ხელმძღვანელობით ხშირად სტუმრობენ უნივერსიტეტს. გერმანელმა სტუდენტებმაც რამდენჯერმე მოისმინეს ანა ფირცხალაშვილის საჯარო ლექცია კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე.

 

ანა ფირცხალაშვილს წარჩინებით აქვს დაამთავრებული ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მინიჭებული აქვს სამართლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი(Dr. Jur.); ამასთან, მას აქვს გერმანიის სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებაც.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ანა ფირცხალაშვილს ამ წარმატებას!

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge