საერთაშორისო კონფერენცია უწყვეტი განათლების შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია უწყვეტი განათლების შესახებ


პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა მეცნიერებმა უწყვეტი განათლების საკითხები განიხილეს.

 

კონფერენციის მუშაობაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის პროფესორები მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძეც მონაწილეობდნენ. მათ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თავიანთი უნივერსიტეტი გააცნეს და ამ სფეროში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარეს. დაისახა უცხოელ პარტნიორებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

 

საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო: ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და უწყვეტი განათლების სფეროში მიღებული გამოცდილების გაზიარება. აგრეთვე, საერთაშორისო პროექტებისთვის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის, პარტნიორების მოძებნა და მონაწილეებისთვის KIPAM პროექტის შედეგების (ცოდნა არის ძალა, ასაკი არ არის მნიშვნელოვანი) გაცნობა, რომელიც WSB უნივერსიტეტის მიერ პოზნანში Erasmus + პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი საქმიანობა და გამოცდილება გამოქვეყნდა კონფერენციის მასალებში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი - m.piranashvili@gruni.edu.ge