თანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერისტეტთან

თანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერისტეტთან


გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერული კვლევის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ცვალებადი გარემოს/ეკონომიკის პირობებთან სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა ადაპტირების პროცესის ხელშეწყობას.

 

მხარეები შეთანხმდნენ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების (სასწავლო კურსების/მოდულების) დაგეგმვა/ფორმირების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის, მომავალი სპეციალისტის კონკურენტუნარიანობასა და მისი კარიერული ზრდის პერსპექტივას, შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და  მიმართულია სამეცნიერო  კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის, აკადემიური ნაშრომების შექმნისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების სრულყოფისაკენ.

 

 გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს:

 

  • ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და თემატური ღონისძიებების (კონფერენციები, საჯარო ლექციები, სემინარები, ტრეინინგები, მასტერ-კლასები და სხვ.) ორგანიზებასა და განხორციელებას;
  • ერთმანეთის უნიკალური მატერიალური რესურსის (სტუდიები, ლაბორატორიები, წიგნადი ფონდი, ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსები და ა.შ.) სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ურთიერთხელმისაწვდომობას, მათ გამოყენებას სასწავლო კურსების ფარგლებში კონკრეტული აქტივობების განსახორციელებლად ;
  • ერთ-ერთი მხარის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში, მეორე მხარის მომიჯნავე/მონათესავე პროგრამაზე (სტუდენტის სურვილისა და პროგრამათა თავსებადობის გათვალისწინებით) მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას/გადაყვანას;
  •  საკუთარი უნიკალური სასწავლო კურსების ურთიერთშეთავაზებასა და ამ კურსების ფარგლებში, სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების ურთიერთ- აღიარებას;
  •  თანამშრომლობას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების შესასრულებლად; 
  •  გამოცდილების ურთიერთგაზიარებას სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიურ საკითხებში; 

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771