ჟურნალ “კრიმინოლოგს“ დაარსებიდან 10 წელი შუსრულდა

ჟურნალ “კრიმინოლოგს“ დაარსებიდან 10 წელი შუსრულდა


უნივერსიტეტის ჟურნალი „კრიმინოლოგი“ დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო გამოცემამ, რომლის პრეზენტაცია 22 დეკემბერს გაიმართა და რომელიც ცნობილი კრიმინოლოგების, პროფესორების ზაურ წულაიასა და ანზორ გაბიანის ხსოვნას მიეძღვნა, ერთგვარად შეაჯამა უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები.

 

სხვადასხვა რუბრიკით ჟურნალი სისტემატურად აცნობს მკითხველს ამ დარგის სპეციალისტთა კვლევებს, ახალგაზრდა მეცნიერების - დოქტორანტებისა და მაგისტრატების, სტატიებს, ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე, ღვაწლმოსილ ადამიანთა საქმიანობასა და ახალ გამოცემებთან დაკავშირებით პროფესიონალთა მოსაზრებებს.

 

„კრიმინოლოგის“ საიუბილეო გამოცემა დაეთმო პროფესორების: რომან შენგელიას, გურამ ნაჭყებიას, კრის ესკრიჯის, მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ ბაძაღუას, ჯემალ გაბელიასა და დოქტორანტ დავით სუჯაშვილის სამეცნიერო შრომებს, აგრეთვე, შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკების - ოთარ კვაჭაძისა და რევაზ ჭანტურიას , ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე.

 

კრებულში რუბრიკით “ახალი წიგნი“ გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ღლონტის წერილი პროფესორ ეკა ბესელიას წიგნის - “ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“, შესახებ.

 

ჟურნალი საიუბილეო თარიღს ულოცავს: ელგუჯა ბადრიძეს - პროკურატურის დამსახურებულ მუშაკს, იუსტიციის უფროს მრჩეველს; დავით სალარიძეს - პოლიციის გენერალ-მაიორს; ჯემალ გაბელიას - შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკს, პოლიციის პოლკოვნიკს; თემურ მურღულიას - შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულ მუშაკს, პოლიციის გენერალ–მაიორს.

 

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ საიუბილეო გამოცემის წარდგენის საზეიმო ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

ჟურნალის შესახებ ისაუბრა უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მთავრმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ და სარედაქციო კოლეგიის წევრებმა: პროფესორმა რომან შენგელიამ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ემირიტუსმა, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარმა კონსულტანტმა; პროფესორმა მარინა კვაჭაძემ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა; პროფესორმა გიორგი თოდრიამ - დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელმა; ცირა ჭანტურიამ - „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა; ასევე: მარინა შაქარაშვილმა - მედიცინის დოქტორმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ - პოლიციის პოლკოვნიკმა;

 

ჟურნალმა რუბრიკით „ გამოსათხოვარი“ პატივი მიაგო ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების, პოლიციის გენერალ-მაიორის რომან გვენცაძისა და გენერალ-მაიორის ანზორ მაისურაძის ხსოვნას.

 

ათწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისათვის უნივერსიტეტისა და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას მადლობა გადაუხადეს: თემურ მურღულიამ, შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულმა მუშაკმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა და პროფესორ ზაურ წულაიას შვილმა დავით წულაიამ.

 

 

საკონტაქტო პირი: მალხაზ ბაძაღუა