უნივერსიტეტი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტებისათვის დაჯილდოვდა

უნივერსიტეტი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტებისათვის დაჯილდოვდა


კომპანია Business & Media Contact-მა შეაჯამა სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის ერთობლივი საქმიანობა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბიზნესფორუმის სერტიფიკატი და ფორუმის ექსკლუზიური ჯილდო გადასცა წარმატებულ დაწესებულებებსა და ბიზნესკომპანიებს, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებისათვის.

 

ყველა წარმოდგენილი მონაწილე-ნომინანტი შეირჩა, როგორც საზოგადოებისთვის საინტერესო, მაღალი სტანდარტების მატარებელი დაწესებულება, რომელმაც წარმატებული პროექტებითა და სიახლეებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში.

 

დაჯილდოების ცერემონიალზე უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მათი უნივერსიტეტის საქმიანობის მაღალი შეფასებისათვის, ისაუბრა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ და დაადასტურა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორივე სეგმენტს - სახელმწიფოსა და ბიზნესს, უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრებით.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ბიზნესფორუმის მრავალგზის ნომინანტია, კომპანია მუდმივად აშუქებდა მის საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროექტებს.

 

ბიზნეს და სახელმწიფო პროექტების დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეულნი იყვნენ: წარმატებული სახელმწიფო კომპანიების, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო იმპორტიორ-ექსპორტიორები.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599 776 771